GMAIGEORGIAN MEDICAL AI
ახალი კითხვა

ყველა ხელსაწყო

ტექსტის ზომა და ფერები
ჰკითხეთ ექიმსპარტნიორი კლინიკის — ლიდერმედის — ექიმი, WhatsApp-ით
შესახებ და მეთოდოლოგიაკონფიდენციალობა
GMAIGEORGIAN MEDICAL AI

დამოუკიდებელი ქართული სამედიცინო AI — პაციენტებისთვის, ექიმებისთვის და სტუდენტებისთვის. უფასოა; ყოველი პასუხი წყაროთი.

georgianmedicalai@gmail.comგადაუდებელი შემთხვევა — 112მთავარი
პარტნიორი
ლიდერმედილიდერმედი

პაციენტებს

  • ანალიზების ახსნა
  • წამლების შემოწმება
  • პრევენციის გეგმა
  • ორსულობა და ნაყოფიერება
  • 3D ანატომია

ექიმებს

  • კლინიკური AI
  • დიფერენციული დიაგნოზი
  • კალკულატორები
  • მტკიცებულება
  • დოკუმენტები

ცოდნა

  • სამედიცინო აკადემია
  • კვლევის AI
  • სახელმძღვანელო
  • ხარისხის აუდიტი

© 2026 GMAI — Georgian Medical AI

შესახებ და მეთოდოლოგიაკონფიდენციალობაარ ცვლის ექიმის კონსულტაციას

ხარისხი

ხარისხი და პაციენტის უსაფრთხოება

ეს მოდული ეყრდნობა ავტორის სახელმძღვანელოს „სამედიცინო დახმარების ხარისხის კრიტერიუმები და დეფექტების კლასიფიკაცია“. სისტემა ბრალეულობას არ ადგენს — იგი აფიქსირებს პოტენციურ გადახვევას და მის მტკიცებულებით საფუძველს.

სახელმძღვანელო დეფექტების ანალიზი

ქეისის მასალა

სამედიცინო ჩანაწერი → მოსალოდნელი სტანდარტი → ფაქტობრივი დახმარება → გადახვევა

ქრონოლოგია შეავსეთ Case Workspace-ის „ქრონოლოგია“ ჩანართში — ეს აუმჯობესებს აუდიტის სიზუსტეს.

ხარისხის მიმოხილვა

სისტემა ადგენს მოვლენების ქრონოლოგიას, ადარებს მას მოსალოდნელ სტანდარტს და აფიქსირებს პოტენციურ გადახვევებს ავტორის დეფექტების კლასიფიკატორის მიხედვით.

დეფექტების კლასიფიკატორი

„სამედიცინო დახმარების ხარისხის კრიტერიუმები და დეფექტების კლასიფიკაცია“ — 10 კლასი

განმარტება

გადახრა დიაგნოსტიკურ პროცესში, როდესაც დიაგნოზის დასადგენად აუცილებელი კლინიკური, ინსტრუმენტული ან ლაბორატორიული ღონისძიება არ არის შესრულებული, შესრულებულია არასრულად, არასწორად არის ინტერპრეტირებული ან დაგვიანებულია.

განმასხვავებელი ნიშნები

  • არასაკმარისი კვლევა
  • შედეგის არასწორი ინტერპრეტაცია
  • ICD-10 კოდირების უზუსტობა
  • დიაგნოზის ფორმულირების დაგვიანება

პოტენციური შედეგები

  • არასწორი მკურნალობა
  • გართულება
  • თერაპიის ეფექტიანობის დაკარგვა
  • დაავადების პროგრესირება

შეფასების კრიტერიუმები

  • ანამნეზისა და ფიზიკალური გასინჯვის (H&P) შესაბამისობა კლინიკურ სიტუაციასთან
  • ჩატარებული გამოკვლევების საკმარისობა
  • შედეგების ინტერპრეტაციის სიზუსტე
  • ICD-10 კოდირების სისწორე და დიაგნოზის სრული ფორმულირება

კონტროლის მექანიზმი

  • H&P აუდიტი
  • კლინიკური კომისიის განხილვა
  • დიაგნოსტიკური პროცედურული მიმოხილვა

პასუხისმგებელი

  • მკურნალი ექიმი
  • კლინიკური დირექტორი
  • ხარისხის სამსახური

ქვეკატეგორიები

  • აუცილებელი კვლევის არჩატარება
    განმარტებაკლინიკური ჩვენების არსებობის მიუხედავად საბაზისო კვლევა არ ჩატარებულა.
    მაგალითიმწვავე ნევროლოგიური სიმპტომებისას არ განსაზღვრულა გლუკოზა და არ ჩატარებულა ეკგ ან ნეიროვიზუალიზაცია.
  • ზედაპირული ან არაკოდირებული დიაგნოზი
    განმარტებადიაგნოზი ფორმულირებულია არასპეციფიკურად, კლასიფიკაციის, ეტიოლოგიისა და კვლევის მონაცემების გარეშე.
    მაგალითი„ცერებროვასკულური დაავადება“ ICD-10 კოდის და ვიზუალიზაციის მონაცემების გარეშე.
  • დიაგნოზის დაგვიანება
    განმარტებამკაფიო კლინიკური ნიშნების მიუხედავად დიაგნოზი ფიქსირდება დაგვიანებით.
    მაგალითისეფსისის ტიპური ნიშნები პირველი დღიდან, დიაგნოზი — მეოთხე დღეს.
  • მონაცემის არასწორი გამოყენება ან იგნორირება
    განმარტებაგამოკვლევის პასუხზე რეაგირება არ არის ან კლინიკური კორელაცია არასწორია.
    მაგალითიპათოლოგიური ლაბორატორიული შედეგი ბარათშია, მაგრამ ჩანაწერში მასზე რეაგირება არ ჩანს.
ქვეკატეგორიაგანმარტებამაგალითი
აუცილებელი კვლევის არჩატარებაკლინიკური ჩვენების არსებობის მიუხედავად საბაზისო კვლევა არ ჩატარებულა.მწვავე ნევროლოგიური სიმპტომებისას არ განსაზღვრულა გლუკოზა და არ ჩატარებულა ეკგ ან ნეიროვიზუალიზაცია.
ზედაპირული ან არაკოდირებული დიაგნოზიდიაგნოზი ფორმულირებულია არასპეციფიკურად, კლასიფიკაციის, ეტიოლოგიისა და კვლევის მონაცემების გარეშე.„ცერებროვასკულური დაავადება“ ICD-10 კოდის და ვიზუალიზაციის მონაცემების გარეშე.
დიაგნოზის დაგვიანებამკაფიო კლინიკური ნიშნების მიუხედავად დიაგნოზი ფიქსირდება დაგვიანებით.სეფსისის ტიპური ნიშნები პირველი დღიდან, დიაგნოზი — მეოთხე დღეს.
მონაცემის არასწორი გამოყენება ან იგნორირებაგამოკვლევის პასუხზე რეაგირება არ არის ან კლინიკური კორელაცია არასწორია.პათოლოგიური ლაბორატორიული შედეგი ბარათშია, მაგრამ ჩანაწერში მასზე რეაგირება არ ჩანს.

დეფექტის მიზეზების ტიპოლოგია

RCA-ს საფუძველი

შეფასების სტრუქტურული კითხვები

  • შეესაბამებოდა თუ არა შერჩეული მიდგომა დაავადების ტიპს, სტადიასა და მოქმედ გაიდლაინს/პროტოკოლს?
  • იყო თუ არა ჩარევის მოცულობა, დოზა და ინტენსივობა ადეკვატური მდგომარეობის სიმძიმისთვის?
  • არსებობდა თუ არა უკუჩვენება, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული?
  • დოკუმენტურად დასაბუთებულია თუ არა არჩეული სქემა და მისგან გადახვევა?
  • ინფორმირებული იყო თუ არა პაციენტი და არსებობს თუ არა თანხმობის მტკიცებულება?
  • არსებობს თუ არა ჩანაწერი ნაკლებად ინვაზიური ალტერნატივის შეფასებაზე?
  • დაცულია თუ არა მოვლენების ქრონოლოგია და რეაგირების დროები?

ტერმინოლოგიის წესი

დასაშვები ფორმულირებები

  • პოტენციური გადახვევა
  • პოტენციური დეფექტი
  • დოკუმენტაციური ხარვეზი
  • მტკიცებულებათა შეუსაბამობა
  • საჭიროებს ექსპერტულ შეფასებას

აკრძალული ფორმულირებები

  • დანაშაული
  • malpractice დადასტურებულია
  • ექიმმა დაარღვია კანონი
  • ბრალეულია
  • guilty