GMAIGEORGIAN MEDICAL AI
ახალი კითხვა

ყველა ხელსაწყო

ტექსტის ზომა და ფერები
ჰკითხეთ ექიმსპარტნიორი კლინიკის — ლიდერმედის — ექიმი, WhatsApp-ით
შესახებ და მეთოდოლოგიაკონფიდენციალობა
GMAIGEORGIAN MEDICAL AI

დამოუკიდებელი ქართული სამედიცინო AI — პაციენტებისთვის, ექიმებისთვის და სტუდენტებისთვის. უფასოა; ყოველი პასუხი წყაროთი.

georgianmedicalai@gmail.comგადაუდებელი შემთხვევა — 112მთავარი
პარტნიორი
ლიდერმედილიდერმედი

პაციენტებს

  • ანალიზების ახსნა
  • წამლების შემოწმება
  • პრევენციის გეგმა
  • ორსულობა და ნაყოფიერება
  • 3D ანატომია
  • ნევროლოგია

ექიმებს

  • კლინიკური AI
  • დიფერენციული დიაგნოზი
  • კალკულატორები
  • მტკიცებულება
  • დოკუმენტები

ცოდნა

  • სამედიცინო აკადემია
  • კვლევის AI
  • სახელმძღვანელო
  • ხარისხის აუდიტი

© 2026 GMAI — Georgian Medical AI

შესახებ და მეთოდოლოგიაკონფიდენციალობაარ ცვლის ექიმის კონსულტაციას

ნევროლოგია

თავის ტკივილი

როდის არის საშიში, რა სახის ტკივილი გაქვთ და როგორ მოემზადოთ ექიმთან ვიზიტისთვის. ავტორი: ექიმი დავით ბარაბაძე, ნევროლოგი · „თავის ტკივილი — ვიზუალური გზამკვლევი“

ნევროლოგია ნერვული სისტემა 3D-ში
საფრთხის ნიშნებისად და როგორ გტკივათთავის ტკივილის სახეებიდღიური

საფრთხის ნიშნები

ჯერ ეს შეამოწმეთ. მონიშნეთ, რაც გაქვთ — ეს ნიშნები ექიმის დროულ შეფასებას საჭიროებს.

სად და როგორ გტკივათ?

სამი ყველაზე ხშირი პირველადი თავის ტკივილი. აირჩიეთ — ნახავთ, სად იგრძნობა ჩვეულებრივ და რით განსხვავდება. ეს არ არის დიაგნოზი.

ხშირად ერთ მხარეს: საფეთქელი, შუბლი, თვალის მიდამო
ეპიზოდის ხანგრძლივობა
4–72 სთ
ინტენსივობა
ხშირად ძლიერი
ტკივილის ხასიათი
პულსირებადი
მხარე
ცალმხრივი (60%), მხარე შეიძლება შეიცვალოს. ორმხრივი (40%)
გულისრევა / ღებინება
ხშირად (გულისრევა 70%, ღებინება 30%)
სინათლისა და ხმის აუტანლობა
ხშირად
აურა
20–25%-ში
ფიზიკური აქტივობა
აძლიერებს ტკივილს
პაციენტის ქცევა
ეძებს სიმშვიდეს, სიბნელესა და სიჩუმეს
ვეგეტატიური ნიშნები
შესაძლებელია (50%-ში), ორმხრივი

თავის ტკივილის სახეები

შაკიკი

  • ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც ახასიათებს თავის ტკივილის განმეორებითი შეტევები და თანმხლები სიმპტომები.
  • გავრცელება ~15%. ქალებში სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე კაცებში.
  • უმეტეს შემთხვევაში დიაგნოზი კლინიკურად დგინდება, ჩივილებისა და ანამნეზის საფუძველზე. სპეციალური ინსტრუმენტული კვლევა საჭირო არ არის.
  • ძილის რეჟიმის მოწესრიგებამ, სათანადო კვებამ და კოფეინისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შეწყვეტამ შეიძლება შაკიკის შეტევები მნიშვნელოვნად გააიშვიათოს.

შაკიკის შეტევის ოთხი ფაზა

  • პროდრომი — ტკივილამდე რამდენიმე საათით ან დღით ადრე: ხშირი მთქნარება, განწყობის ცვლილება, გაღიზიანება, საკვების მოთხოვნილება, კისრის დაჭიმულობა.
  • აურა — შაკიკის მქონე ადამიანების დაახლოებით მეოთხედს: ციმციმი, ზიგზაგები, მხედველობის ცვლილება, ხელის ან სახის დაბუჟება. ჩვეულებრივ 5–60 წუთს გრძელდება და ტკივილის დაწყებამდე ქრება.
  • თავის ტკივილი — ხშირად ერთ მხარეს, თანდათან ძლიერდება, მოძრაობით, სინათლით და ხმაურით მატულობს; 4–72 საათი.
  • პოსტდრომი — შეტევის შემდეგ დაღლილობა, „დაცლილობის“ შეგრძნება, კონცენტრაციის გაჭირვება.
  • პირველად გამოვლენილი აურა, სხეულის ერთი მხრის სისუსტე ან მეტყველების დარღვევა ინსულტის ნიშანიც შეიძლება იყოს — ამ დროს დარეკეთ 112-ზე.

მენსტრუალური შაკიკი

  • შეტევები, რომლებიც მენსტრუაციის დაწყებამდე 2 დღით ადრედან დაწყებიდან მე-3 დღემდე ვითარდება. მიზეზად ესტროგენის ბუნებრივ შემცირებას მიიჩნევენ.
  • ასეთი შეტევები ხშირად უფრო ხანგრძლივი და ძლიერია. მკურნალობა ჩვეულებრივი შაკიკის მსგავსია, ხოლო რეგულარული ციკლის დროს ექიმს შეუძლია მოკლევადიანი პროფილაქტიკა შემოგთავაზოთ — დღიურში ციკლის დღეებიც ჩაინიშნეთ.

დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი

  • პირველადი თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ეპიზოდური ფორმა აქვს მოსახლეობის 24–37%-ს, ქრონიკული 2–3%-ს.
  • ხშირია 15–49 წლის ასაკში, პიკი 30–39 წელზე მოდის. ქალებში ოდნავ უფრო ხშირია.
  • ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ. შედეგად ტკივილი შეიძლება ქრონიკული გახდეს და მნიშვნელოვნად გააუარესოს ცხოვრების ხარისხი.
  • თანამედროვე მკურნალობა კომპლექსურია და მედიკამენტურ და არამედიკამენტურ მიდგომებს აერთიანებს.

კლასტერული და სხვა ტრიგემინულ-ავტონომიური ცეფალგიები (ტაც)

  • პირველადი თავის ტკივილების იშვიათი ჯგუფი: ცალმხრივი, ხშირად ძალიან ძლიერი ტკივილი და თვალის ან ცხვირის ნიშნები იმავე მხარეს (ცრემლდენა, ცხვირის გაჭედვა, ქუთუთოს დაწევა, თვალის სიწითლე).
  • კლასტერული ტკივილი ციკლურია: შეტევები კვირები–თვეები, შემდეგ რემისია თვეები–წლები. შეტევისას ადამიანი მოუსვენარია და მშვიდად ვერ ზის.
  • ხშირად ჰგავს შაკიკს ან სამწვერა ნერვის ნევრალგიას, რის გამოც დიაგნოზი გვიან დგინდება.

მჩხვლეტავი (იდიოპათიური) თავის ტკივილი

  • მკვეთრი, მჩხვლეტავი ტკივილი 1–10 წამით (საშუალოდ ~2 წმ), უფრო ხშირად ცალმხრივი. შეტევები სპონტანურია, არარეგულარული რიტმით.
  • იშვიათი შეტევები მკურნალობას არ საჭიროებს — მიმდინარეობა კეთილთვისებიანია. ხშირი შეტევებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ცერვიკოგენური თავის ტკივილი

  • ტკივილი თავის არეში იგრძნობა, მისი წყარო კი ხერხემლის კისრის განყოფილებაშია — ეს გადაცემითი ტკივილია.
  • ხშირად კისრის მოძრაობა შეზღუდულია და კისრის გარკვეული მოძრაობები ტკივილს აძლიერებს.

მეორეული თავის ტკივილი: როდის არის საშიში

  • სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის 90% ანევრიზმის გასკდომაა: უეცარი, „მეხისებური“ ტკივილი, შესაძლოა ცნობიერების დაკარგვა, გულისრევა, ღებინება. ასეთ დროს დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე.
  • ინტრაცერებრული სისხლჩაქცევისას თავის ტკივილი პაციენტების 34–57%-ს აღენიშნება.
  • ცერებრული ვენური თრომბოზი უფრო ხშირია ორსულობისას, მშობიარობის შემდეგ და კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას.

რა იწვევს შეტევას (ტრიგერები)

შაკიკი
სტრესი, ჰორმონული ცვლილებები, ამინდი, სინათლე, ხმაური, სუნი, ძილისა და კვების დარღვევა, საკვები (გლუტამატი, დამატკბობლები)
დაძაბულობის ტიპის
ქრონიკული სტრესი, კისრისა და თვალების კუნთების დაძაბვა, უძილობა
კლასტერული
ალკოჰოლი (შეტევების პერიოდში)
სპეციფიკური ფორმები
ხველა, ფიზიკური დატვირთვა, სქესობრივი აქტივობა
მეორეული
ტოქსინები (ნახშირჟანგი), ნივთიერების შეწყვეტა (კოფეინი და სხვ.)

თავის ტკივილის დღიური

ჩაინიშნეთ ტკივილის დღეები და ტკივილგამაყუჩებლები — ექიმთან ვიზიტზე ძალიან გამოგადგებათ. ჩანაწერები მხოლოდ ამ მოწყობილობის ბრაუზერში ინახება და არსად იგზავნება.

0

ტკივილის დღე ამ თვეში

0

წამლის დღე ამ თვეში

0

ძლიერი წამლის დღე ამ თვეში

ეს ინფორმაცია საგანმანათლებლოა და ექიმის კონსულტაციას არ ცვლის. დიაგნოზს და მკურნალობას ექიმი განსაზღვრავს. სასწრაფო შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
დამატებით: ICHD-3 (შაკიკის ფაზები, მენსტრუალური შაკიკი), FDA-ის ინსტრუქციები (უკუჩვენებები), Association of Migraine Disorders, 2026 (CGRP-ის ანტისხეულები და გეპანტები); რეგისტრაცია საქართველოში — mis.ge.